• 11
  • 01
  • 02

ურეკის მარგალიტი“ არის დასრულებული, ექსპლუატაციაში ჩაბარებული 12-სართულიანი საცხოვრებელიკომპლექსი მსოფლიოს უნიკალური სამკურნალო კურორტის, ურეკის სანაპიროზე.


ინფრასტრუქტურა:
„ურეკის მარგალიტი“, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარეობს. კომპლექსი 12 სართულისგან შედგება. ბინები ბარდება თეთრი კარკასის ან გარემონტებულ მდგომარეობაში. შენობას ზღვის მხრიდან 100 მეტრზე ფიჭვნარი აკრავს.


ურეკის მარგალიტი“ მდებარეობს :
-          რკინიგზის სადგურიდან - 5 წუთის სავალზე ( ავტომობილით );
-          ბათუმის აეროპორტიდან - 1 საათის სავალზე ;
-          ქუთაისის აეროპორტიდან - 1:30 საათის სავალზე ;
-          გასართობი პარკიდან „ ციცინათელა “ - 15 წუთის სავალზე .
-          ავტობუსის გაჩერება და ურეკის გასართობი პარკი 800 მეტრშია .

 

ჰავა:
ურეკი ცნობილია სამკურნალო თვისებების მატარებელი მაგნიტური ქვიშის სანაპიროთი, რომელიც მდიდარია მაგნეტიტის , ცირკონის , კვარცის , მონაციტისა და თერთმეტი სხვა დასახელების , ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ბუნებრივი მინერალით .
მაგნეტიტით მდიდარი ქვიშის თვისებები უამრავი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება , როგორებიცაა გულსისხლძარღვთა და სისხლის მიმოქცევის , სასუნთქი გზებისა და ორგანოების , საყრდენ - მამოძრავებელი აპარატის , ნერვული სისტემის ფუნქციური და სახსრების ანთებითი დაავადებები . ურეკის ქვიშის სამკურნალო თვისებებს ერთიორად ზრდის შავი ზღვის ჰავა და ფიჭვნარი . მათი ერთობლიობა სწორედ იმ შეუცვლელ გარემოს ქმნის , რომელიც იდეალურია ყველა ასაკის ადამიანისთვის .

LTD “ ROYAL GROUP”
შევჩენკოს ქ. №1, 0108, ოფისი №9, თბილისი, საქართველო
 (+995)595 80 82 82 (Viber, WhatsApp)
 კომუნიკაციის ენა: ქართული ,  English 
 
 (+995)591 91 12 01 (Viber, WhatsApp)
 კომუნიკაციის ენა:  Russian, English