• 11
  • 01
  • 02

ნაკრების კაპიტანს ძალიან ცოტა დააკლდა.

ფაჩულია სამი საშუალედო გამოკითხვის შემდეგ მერვე ადგილზე იყო. აქციის ბოლო დღეებში ზაზამ დასავლეთის კონფერენციაში კობი ბრაიანტთან ერთად, ყველაზე მეტი ხმა მიიღო და მეოთხე ადგილზე დაასრულა ინტერნეტ-გამოკითხვა.

გიორგი მჭედლიშვილი (Royal Group-ის დირექტორი): “ჩვენი კომპანია ყოველთვის სიამოვნებით უჭერს მხარს საინტერესო პროექტებს. ამ შემთხვევაში, ზურა თალაკვაძემ შემოგვთავაზა იდეა, რომელიც ჩვენთვის არა მხოლოდ სამარკეტინგო კუთხით იყო საინტერესო. ზაზა ფაჩულია ყველაზე ცნობილი, წარმატებული ქართველი სპორტსმენია. ჩვენ ზაზას გვერდით ვართ. “დალასს” დირკ ნოვიცკის გამო ვგულშემატკივრობდი და ძალიან მესიამოვნა, რომ იქ ზაზა გადავიდა. Royal Group მხარს უჭერს სპორტს, ქართველ სპორტსმენებს და მინდა, ზაზას წარმატება ვუსურვო. ეს არა მხოლოდ ჩვენი კომპანიის, და ჩვენი კალათბურთის, ეს მთელი საქართველოს წარმატებაა. კამპანია წარმატებული იყო.”

შეგახსენებთ, 2015 წლის 20 დეკემბერს დეველოპერულმა კომპანია Royal Group-მა დაიწყო კამპანია - Vote for Zaza (ხმა მიეცი ზაზას).

Royal Group-ის აქციის ფარგლებში, ზაზა ფაჩულიასთვის ხმის მიცემის გასამარტივებლად შეიქმნა ვებ გვერდი (www.voteforzaza.com), რომელსაც ერთ თვეში 67 458 მომხმარებელი ესტუმრა.

ასევე შეუზღუდავად მუშაობდა Facebook- ზე განთავსებული ოფიციალური გვერდი, სადაც მუდმივად ახლდებოდა ინფორმაცია და ინსტრუქციები, თუ როგორ, დაეჭირა მხარი ხალხს ფაჩულიასთვის. გვერდმა 3,176 გამომწერის და ასი ათასობით მომხმარებლის ყურადღება მიიპყრო.

LTD “ ROYAL GROUP”
შევჩენკოს ქ. №1, 0108, ოფისი №9, თბილისი, საქართველო
 (+995)595 80 82 82 (Viber, WhatsApp)
 კომუნიკაციის ენა: ქართული ,  English 
 
 (+995)591 91 12 01 (Viber, WhatsApp)
 კომუნიკაციის ენა:  Russian, English