პროექტის მიზანი ცნობილი ქართველი კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიას (NBA, დალას მავერიქსი) მხარდაჭერა და მისთვის NBA All-Star Game 2016-ზე მოსახვედრად საკმარისი ხმების მოსაგროვებლად საზოგადოების მობილიზაცია იყო.
აქციის ფარგლებში მომზადდა ვებ გვერდი, რომელიც მომხმარებლებს პირდაპირ გადაამისამართებს NBA-ს ხმის მიცემის გვერდზე, უკვე გაფილტრულ ინფორმაციაზე, სადაც ზაზას მოძებნა უფრო ადვილია. ვებ გვერდზე ასევე განმარტებულია, იმ საფეხურების გავლის ინსტრუქცია, რაც აუცილებელია საკუთარი ხმის მისაცემად.
ასევე შეუზღუდავად იმუშავებს Facebook- ზე განთავსებული ოფიციალური გვერდი , სადაც მუდმივად განახლდება ინფორმაცია და ინსტრუქციები , თუ როგორ , დაუჭიროს მხარი ხალხმა ზაზა ფაჩულიას.
აქციის ფარგლებში მომზადდა ვიდეორგოლი ცნობილი ადამიანების მონაწილეობით , რომლებიც საზოგადოებას მოუწოდებდნენ მხარი დაუჭირონ ზაზა ფაჩულიას .
იგეგმება გასვლითი აქციები, როგორც თბილისში, ხალხმრავალ და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ასევე ქალაქგარეთ, რეგიონალურ საკალათბურთო სკოლებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებში.