• 11
  • 01
  • 02

Royal Group მადლობას უხდის ყველა გორელს . შეხვედრაზე ყველა დიდი ენთუზიაზმით მოეკიდა კამპანიის იდეას . ჩვენი წამოსვლის შემდეგ გორელებმა თავად განაგრძეს აქცია და კიდევ უფრო მეტ ხალხს გააგებინეს, რომ ზაზას მათი მხარდაჭერა სჭირდება!

ჩატარდა შეხვედრები რუსთავში საკალათბურთო კლუბ „ რუსთავის “ და ასაკობრივი ჯგუფების დამწყებ მოთამაშეებთან . იყვნენ სხვა სპორტსკოლების წარმომადგენლებიც .

ბავშვები ზაზა ფაჩულიას დიდი გულშემატკივრები არიან . პატარებმა სიამოვნებით გადაიღეს ფოტოები ჩვენი ჯგუფის წარმომადგენლებთან და კალათბურთში , კონკრეტულად კი ზაზა ფაჩულიას კარიერაში საკმაოდ კარგი ერუდიცია გამოავლინეს .

Royal Group მადლობას უხდის ქალაქ რუსთავის მერს დავით ჯიქიას და ქვემო ქართლის გუბერნატორს პაატა ხიზანაშვილს მხარდაჭერისთვის.

Royal Group ჩავიდა ქუთაისში და შეხვდა ლოკალურ ი საკალათბურთო კლუბი „ ქუთაისი ს ” წარმომადგენლებს .

კოტე ტუღუში (საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, „ ქუთაისის “ მთავარი მწვრთნელი): „ Royal Group ძალიან სწორ აქცენტებს აკეთებს. მესიამოვნა, რომ დეველოპერულმა კომპანი ა მ კალათბურთს დაუჭირა მხარი. იმედი მაქვს, Royal Group იქნება მაგალითი სხვებისთვის და ამ კომპანიის შემდეგ, სპორტით სხვებიც დაინტერესდებიან. “

Royal Group მხარს უჭერს ზაზა ფაჩულიას!

LTD “ ROYAL GROUP”
შევჩენკოს ქ. №1, 0108, ოფისი №9, თბილისი, საქართველო
 (+995)595 80 82 82 (Viber, WhatsApp)
 კომუნიკაციის ენა: ქართული ,  English 
 
 (+995)591 91 12 01 (Viber, WhatsApp)
 კომუნიკაციის ენა:  Russian, English