• 11
  • 01
  • 02

აქციას უმასპინძლეს კაფეების ქსელმა Discovery და ბარ - რესტორანმა Stelzen Haus.

Royal Group სავაჭრო ცენტრსაც ეწვია. ტერიტორიაზე, უმრავლესობამ იცოდა, რომ მიმდინარეობდა გამოკითხვა და ძირითადად, ყველას ერთი და იგივე პასუხი ჰქონდა - მე ხმას ვაძლევ ზაზას !

Snap Fitness Georgia, კიდევ ერთი ადგილი, სადაც მორიგი აქცია ჩატარდა ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერად. აქციაში საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კანდიდატმა, მერაბ ბოქოლიშვილმა, ყოფილმა მორაგბემ ბესო ბაღათურიამ და ორმა უმშვენიერესმა გოგონამ, ელენა წიკლაურმა და თეკლა გასვიანმა მიიღეს მონაწილეობა. მათ ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარულებს შეახსენეს, რომ ზაზა ფაჩულიას უნდა მისცენ ხმა.

Royal Group და ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერი აქცია მუსიკალურ მაღაზია GURU-ს ეწვია. GURU ჩაერთო აქციაში, მომხმარებლების ინფორმირებით, თუ როგორ მისცენ ზაზას ხმა.

ჩვენი აქცია ახალ სპორტის სასახლეში გაგრძელდა, სადაც Royal Group- ის ჯგუფი სუპერლიგის თამაშს, "აკადემია"-"მგზავრები " დაესწრო და პროცესში სპორტულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ხმა მისცენ ზაზას!

Royal Group მხარს უჭერს ზაზა ფაჩულიას!

LTD “ ROYAL GROUP”
შევჩენკოს ქ. №1, 0108, ოფისი №9, თბილისი, საქართველო
 (+995)595 80 82 82 (Viber, WhatsApp)
 კომუნიკაციის ენა: ქართული ,  English 
 
 (+995)591 91 12 01 (Viber, WhatsApp)
 კომუნიკაციის ენა:  Russian, English