ამჯერად, Royal Group ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ესტუმრა. ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა და ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველმა სამშვიდობოებმა ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერი აქცია თავდაცვის სამინისტროსა და ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის“ შტაბ-ბინაში თავდაცვის მინისტრთან, თინათინ ხიდაშელთან ერთად უკვე გამართეს. Royal Group მადლობას უხდის ქართველ სამხედროებს და ამაყობს ამ შეხვედრებით.

აქციის ფარგლებში , კომპანიის წარმომადგენლებმა - ვეტერანმა კალათბურთელმა ნიკოლოზ დერიუგინმა და საკალათბურთო კლუბ „ არმიას “ ყოფილმა კალათბურთელმა ტუჯანი ტალბამ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ამხანაგური მატჩი გამართეს . სტუმრებმა ცენტრის პირად შემადგენლობას საჩუქრად კალათბურთის ბურთები , ფაჩულიას გამოსახულებით მაისურები და ქართველი კაპიტნის ფლაერები გადასცეს .

Royal Group ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიას ესტუმრა

ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში განსაკუთრებული დღე იყო. აკადემიაც განსაკუთრებული, ახალი, მოწესრიგებული, გამორჩეულია. 

Royal Group შეხვდა აკადემიის მწვრთნელებს, ბავშვებს და ერთსაათიანი აქცია ცოცხალი, საინტერესო, დასამახსოვრებელი იყო. აკადემიაში ფაჩულიას თითქმის ყველა გუნდის ზედაა. აკადემიაში ყველა ზაზაა. და აკადემიაში ბევრი კარგი, მაღალი დონის სპეციალისტი მუშაობს.

Royal Group მხარს უჭერს ზაზა ფაჩულიას!

ჩვენი პარტნიორები




 

"LTD “ROYAL GROUP"
შევჩენკოს ქ. №1 (რუსთაველის პროსპექტი) ოფისი №9, თბილისი, საქართველო
(322) 43 23 93
(591) 44 54 54
(595) 80 96 52