• 11
  • 01
  • 02

მატჩი-აქციის ორგანიზატორი დეველოპერული კომპანია Royal Group იყო. თანაორგანიზატორი - საქართველოს კალათბურთის სამოყვარულო ლიგა, ხოლო აქციის მხარდამჭერები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, მაღაზია GURU და კომპანია PSM.

მატჩი-აქციის ფარგლებში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სპორტული ჟურნალისტები, რომლებიც პირობითად ორ გუნდში იყვნენ განაწილებულნი: ტელე და ბეჭდური მედიის. ოთხი 12-წუთიანი ტაიმის შემდეგ პრესის ნაკრებმა ტელეჟურნალისტთა გუნდი დაძაბულ ბრძოლაში 52:49 დაამარცხა.
თამაშის ორგანიზატორებმა საუკეთესო კალათბურთელებიც გამოავლინეს: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე აკაკი ლოდიამ სპეციალური პრიზი გადასცა დავით ფრანგიშვილს (ტელემედია), პრესმედიიდან კი ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილს.

No images found.
LTD “ ROYAL GROUP”
შევჩენკოს ქ. №1, 0108, ოფისი №9, თბილისი, საქართველო
 (+995)595 80 82 82 (Viber, WhatsApp)
 კომუნიკაციის ენა: ქართული ,  English 
 
 (+995)591 91 12 01 (Viber, WhatsApp)
 კომუნიკაციის ენა:  Russian, English