დეველოპერულმა კომპანიამ ჩაატარა აქცია Vote for Zaza (ხმა მიეცი ზაზას), რომელიც ამ პერიოდში ზაზა ფაჩულიასთვის All Star Game 2016-ის გამოკითხვაში ხმების მაქსიმალური რაოდენობის შეგროვებას ემსახურებოდა.

გიორგი მჭედლიშვილი (Royal Group, დირექტორი) : “სამწუხაროდ, ზაზა ფაჩულია მხოლოდ მეოთხე ადგილზე გავიდა, მაგრამ საბოლოო შედეგით მაინც კმაყოფილები ვართ. ჩვენ ჩავატარეთ არა მხოლოდ სპორტული, ჩვენ ქართული აქცია ჩავატარეთ. ზაზა ფაჩულია ყველაზე წარმატებული ქართველი სპორტსმენია და ვიცი, რომ ის უფრო მეტს მიაღწევს.“

კახი კახიაშვილი (სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი): „საჭირო აქცია იყო. ამ პერიოდმა საქართველო გააერთიანა. ჩვენი სიყვარულით, ჩვენი ძალით, ჩვენი ერთობით კარგი საქმე გავაკეთეთ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ აქციის ინიციატორებს.“

ირაკლი მეძმარიაშვილი (საზოგადოება „ თბილისელის “ დამფუძნებელი): “ზაზა არაჩვეულებრივი ადამიანია, რომელმაც ეს სიყვარული, თავნადგომა დაიმსახურა. შემდეგში კიდევ უფრო მეტი ხმა უნდა მიიღოს და ცოტა ნაკლებს უნდა დაეზაროს ჩვენი დიდი სპორტსმენისთვის ხმის მიცემა. დიდი მადლობა Royal Group-ს. მაგარი საქმე გააკეთეთ.“

შიო ხეცურიანი (სსიპ -სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარ ე, ვეტერანი კალათბურთელი): “ძალიან კარგი და წარმატებული აქცია იყო. ყველა გავერთიანდით და ეს სასიამოვნო იყო. ზაზა ამაყია, რომ მთელი საქართველო მას ხმას აძლევდა. მადლობას ვუხდი ამ აქციის ორგანიზატორებს.“

ჯამლეტ ხუხაშვილი (სპორტული კომენტატორი): “ რა თქმა უნდა, ეს უდიდესი წარმატება იყო. მერე რა, რომ ზაზა ვერ გავიდა მესამე ადგილზე. მერე რა, რომ ცოტა დაგვაკლდა. ფაჩულიამ მთელი ერის ყურადღება და სიყვარული მიიღო, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს უმცროს კოლეგას, ზურა თალაკვაძეს, რომელიც ამ აქციის ინიციატორი, ორგანიზატორი იყო.“

გიორგი ასანიძე (ოლიმპიური ჩემპიონი, საქართველოს ძალოსნობის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ ზაზამ ყველაფერი ეს დაიმსახურა. უდიდესი შრომის, თავდადების შედეგად ის გახდა ის, ვინც დღეს არის და ფაჩულიამ უნდა მიიღოს ეს ყურადღება. ზაზა ჩემი მეგობარია და მინდა უფრო მეტი წარმატება და ყურდაღება ვუსურვო.“

მიხეილ ამაშუკელი (კალათბურთის სამოყვარულო ლიგის დამფუძნებელი): „ჩვენ გავერთიანდით დიდი საქმისთვის და ამაყი ვარ, რომ ზაზამ ეს დაფასება მიიღო. ცუდია, რომ ცოტა დაგვაკლდა, მაგრამ შემდეგ სეზონში უფრომეტი შემართებით გავაკეთებთ ყველაფერს. Royal Group არის მაგალითი ყველა კომპანიისთვის, თუ როგორ შეიძლება რესურსების კარგად და პატრიოტულად გადანაწილება.“

მიხეილ ჟორჟოლიანი (სპორტული ჟურნალისტი): „ზაზა ფაჩულია ჩემი, თქვენი, ბევრის საყვარელი სპორტსმენია და ზაზა ამას იმსახურებს. Royal Group, არ გიცნობდით და სასიამოვნოა, რომ გაგიცანით. ხმას ფაჩულიას და თქვენ გაძლევთ.“

ლაშა ტალახაძე (მსოფლიოს ჩემპიონი ძალოსნობაში): “სპორტსმენისთვის დაფასება და ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს, რომ შენით ამაყობენ, რომ შენ მარტო არ ხარ, რომ შენ მართლა ბევრს მიაღწიე. ზაზა ფაჩულია დიდი სპორტსმენია. და Royal Group პატრიოტების ჯგუფია, რომელმაც მთელი საქართველო გააერთიანა.“

Royal Group ასრულებს ერთ ციკლს, იღებს პაუზას და ახალ წრეზე წავა. ჩვენ ხმას ვაძლევდით დიდი სპორტსმენს. ჩვენ ხმას ვაძლევდით ზაზა ფაჩულიას! დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ აქციაში მიიღო მონაწილეობა.

ჩვენი პარტნიორები




 

"LTD “ROYAL GROUP"
შევჩენკოს ქ. №1 (რუსთაველის პროსპექტი) ოფისი №9, თბილისი, საქართველო
(322) 43 23 93
(591) 44 54 54
(595) 80 82 82