Royal Group აბუ დაბიდან დაბრუნდა.

Royal Group არის არაბულ-ქართული კომპანია, რომელმაც Cityscape Abu Dhabi-ზე ორი მასშტაბური პროექტი წარადგინა. „დიდუბე თაუერი“ (Didube Tower) და „ურეკის მარგალიტი“ (Pearl Of Ureki).

Cityscape Global არის მსოფლიოს უდიდესი უძრავი ქონების კონფერენციების და გამოფენების ქსელი. გრანდიოზული სავაჭრო შოუ უძრავი ქონების ინდუსტრიაში, რომელსაც დაესწრნენ სხვადასხვა ქვენის ინვესტორები, დეველოპერები, უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები და აღმასრულებელი პირები, რომლებიც ჩართულები არიან საჯარო და კერძო მშენებლობის განვითარებაში. აპრილის გამოფენა წარმატებული იყო ქართული კომპანიისთვის.

გიორგი მჭედლიშვილი (Royal Group, დირექტორი): „ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ორივე პროექტის პრეზენტაცია. მივიღეთ პოზიტიური შეფასება და Royal Group-მა რამდენიმე გავლენიანი ბიზნესმენი დააინტერესა. ჩვენ წარვადგინეთ Cityscape Global-ზე საქართველო და ეს ყველაზე საპატიო, განსაკუთრებული მომენტი იყო. ჩვენ ვმუშაობთ ახალ პროექტებზე, რომლებსაც კომპანია მალე პრეზენტაციას გაუკეთებს.“

Cityscape Global - მსოფლიოში 1 700 ყველაზე წარმატებული სამშენებლო კომპანია მსოფლიოს 80 ქვეყნიდან, სადაც Royal Group ერთადერთი ქართველი წარმომადგენელი გახდა. საპატიო და საპასუხისმგებლო მისია, რომელიც საქართველოში, მომავალში ყველაზე მაღალი შენობის, Didube Tower-ის მაკეტის დეტალური პრეზენტაციით დასრულდა.

გიორგი მჭედლიშვილი: „ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ორივე . ეს არის მომავლის პროექტები, რეზიდენციები თქვენი კომფორტისთვის და უკვე არის მიღწეული შეთანხმება რამდენიმე სერიოზულ ბრენდთან, რომელიც Didube Tower-ის ტერიტორიაზე თავის საფირმო მაღაზიას გახსნის. გაფორმდა ხელშეკრულება ყატარის, ომანის და არაბეთის გაერთიანებული ემირატების წარმომადგენლებთან, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში ჩვენი კომპანიის ექსკლუზიური წარმომადგენლები იქნებიან უძრავი ქონების გაყიდვასთან დაკავშირებით“.

„ურეკის მარგალიტის“ მშენებლობა თითქმის დასრულებულია და შავი ზღვის სანაპიროზე ჩვენ მივიღებთ უნიკალურ მრავალსართულიან შენობას ბევრი სასიამოვნო სიურპრიზით პოტენციური მყიდველისთვის და დამსვენებლისთვის.

Royal Group-მა მიიქცია ყურადღება თავისი წარმომადგენლების ქართული ნაციონალური კაბებით და საინტერესო პრეზენტაციებით.

ეს მხოლოდ დასაწყისია და კომპანია მალე ახალ სიახლეებს წარადგენს. ველოდებით.

Be Royal, ანუ Be Loyal.

ჩვენი პარტნიორები




 

"LTD “ROYAL GROUP"
შევჩენკოს ქ. №1 (რუსთაველის პროსპექტი) ოფისი №9, თბილისი, საქართველო
(322) 43 23 93
(591) 44 54 54
(595) 80 82 82