დეველოპერული კომპანია Royal Group გთავაზობთ პრემიუმ - კლასის ხარისხს და კომფორტს მისაღებ ფასად !

Didube Tower არის ინოვაციური პროექტი .

ეს არის ერთადერთი მრავალფუნქციური 33- სართულიანი ცათამბრჯენი , თბილისში, ა . წერეთლის გამზირზე . შენობის ადგილმდებარეობა იდეალურია როგორც საოფისედ, ასევე საცხოვრებლად. კორპუსს აქვს მწვანე ეზო, იდეალურად გამართული ინფრასტრუქტურით. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორი წუთის სავალზე; მეტროსადგური და ავტობუსის გაჩერება ქუჩის გადაღმა.

უცხოელი ინვესტორების ხელშეწყობითა და კორ - სტანდარტ ბანკის თანადგომით   Didube Tower არის ყველაზე უსაფრთხო, დახვეწილი კორპუსი და ყველა კრიტერიუმით აკმაყოფილებს ბიზნეს კლასის შენობის მოთხოვნებს .

ინფრასტრუქტურა

DIDUBE TOWER- ის დახვეწილი დიზაინი გათვლილია ბინების შიდა სივრცის მაქსიმალიზაციაზე . ეს არის უდაოდ უმაღლესი კლასის უსაფრთხო საცხოვრებელი კორპუსი მაღალი ჭერით , სწორი კუთხეების , იდეალურად დაბალანსებული , თანამედროვე დიზაინის სინთეზის ხარჯზე .

კორპუსს ექნება შემოსაზღვრული მწვანე ეზო, სრულყოფილად გამართული ინფრასტრუქტურით. ეს იქნება კორპუსის რეკრეაციული ტერიტორია , სადაც მობინადრეები შეძლებენ კომუნიკაცია დაამყარონ ერთმანეთთან, დატკბნენ ბუნებით მშვიდ და მყუდრო გარემოში დაისვენონ.

პირველ ოთხ სართულს უზარმაზარი სავაჭრო ცენტრი დაიკავებს , რაც ტერიტორიას გამოაცოცხლებს და სოციალურად კიდევ უფრო აქტიურს გახდის . კორპუსს სავაჭრო ცენტრის მხრიდან ექნება სპეციალური მისადგომი მანქანით , ტაქსით და ფეხით , რომელიც არ გადაიკვეთება კორპუსის ბინადართა პარკინგის ზონასთან . სავაჭრო ცენტრი ოთხდონიანი , ერთმანეთისგან ბელეტაჟებით გამოყოფილი სართულებისგან შედგება , რომელსაც დაამშვენებს ულტრათანამედროვე დიზაინით მოწყობილი ვიტრაჟები , მწვანე ზონები , ბაღები , ცოცხალი ხეივნები და ყველაფერი ის , რაც თანამედროვე ფასადების დიზაინს სრულყოფს .

22- ე სართული აქტიური განტვირთვისა და სიამოვნებისთვის იქნება განკუთვნილი . სურვილისამებრ , აქ შეგიძლიათ ისიამოვნოთ საცურაო აუზით , სპა და ფიტნეს ცენტრებით და ლაუნჯ-ბარით დედაქალაქის ულამაზესი ხედების ფონზე .

იზრუნეთ ბინის მოწყობაზე დღეს , რადგან დანარჩენზე ჩვენ უკვე ვიზრუნეთ :
• საცხოვრებელი ბინები მაქსიმალური კომფორტითა და უსაფრთხოების ზომების დაცვით ;
• კომერციული ფართები თქვენი ბიზნესისათვის ;
• იდეალურად გამართული ინფრასტრუქტურა და მწვანე ეზო ;
• ეკოლოგიურად სუფთა გარემო ;
• ლამაზი ხედები ;
• აუზი , სპა და ფიტნეს ცენტრები ;
• რესტორანი ტერასაზე ;
• 3- დონიანი პარკინგი ;
• ულტრათანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა ყველა სართულზე ;
• 24- საათიანი ვიდეო კონტროლი ;
• დახვეწილი დიზაინი ;
• კორპუსები შენდება ენერგოეფექტური ბლოკებით ;

პროექტი ჩაბარდება 2018 წლის ზაფხულში.

 

გალერეა

ჩვენი პარტნიორები




 

"LTD “ROYAL GROUP"
შევჩენკოს ქ. №1 (რუსთაველის პროსპექტი) ოფისი №9, თბილისი, საქართველო
(322) 43 23 93
(591) 44 54 54
(595) 80 82 82