გალერეა




რეზიდენცია გურამიშვილზე - Royal Group - სგან !

“ გურამიშვილი რეზიდენსი ” არის 14- სართულიანი , თანამედროვე , დახვეწილი დიზაინის მქონე , მრავალფუნქციური სახლი დ . გურამიშვილის გამზირზე . კომპლექსი 2200 კვ . მეტრს მოიცავს .

კომპანია

დღეს, როცა ეკოლოგიურად სუფთა გარემო ბევრისთვის ფუფუნებაა, სამშენებლო კომპანია Royal Group ცდილობს დაანგრიოს სტერეოტიპები და საუკეთესო პირობები თქვენთვის ხელმისაწვდომი გახადოს. პროექტის დაწყებამდე, ჩვენი ჯგუფი გულდასმით არჩევს საუკეთესო ადგილს, თქვენი კომფორტისთვის. ჩვენ ვითვალისწინებთ ძირითად გარემო-ფაქტორებს: ადგილმდებარეობას, ლანდშაფტს, ინფრასტრუქტურას, რეკრეაციული ზონის სიახლოვეს, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე წვდომას, ესთეტიურ მხარეს, ყველაფერს, რაც თქვენ შეგიქმნით კომფორტს. ასევე მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენი პროექტი გახდეს თქვენთვის სახლი, რომელიც გიყვართ.

სრულყოფილებისთვის აუცილებელია კორპუსების უსაფრთხოება, და Royal group ამაზეც ზრუნავს.

მშენებლობა სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგი”-ს მიერ არის დაზღვეული, ხოლო რისკებს “კორ-სტანდარტ ბანკი“ აზღვევს, უკვე არსებული რეზერვით.

ჩვენ არ ვზოგავთ თქვენზე რესურსებს და მხოლოდ ენერგო-ეფექტურ ბლოკებს, განათებასა და ხმაგაუმტარ ორმაგ მინაპაკეტებს ვიყენებთ მშენებლობისას. ეს ნიშნავს 23%-ით შემცირებულ ხარჯებს გათბობასა და განათებაზე.

ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ გარეგნულ მხარეს. გვსურს კიდევ ერთი თანამედროვე არქიტექტურის შედევრი შევმატოთ ქალაქის იერსახეს. „გურამიშვილი რეზიდენსი“-ს ფასადის დიზაინის მთავარი ელემენტები, ფრანგული ფანჯრები და მინის აივნებია, რაც გარე ესთეტიკასთან ერთად, ნათელი ბინების გარანტია.

„გურამიშვილი რეზიდენსი“-ს უპირატესობები:

  1. უნიკალური ადგილმდებარეობა - მშვიდი უბანი, რეკრეაციულ ზონასთან ახლოს. ორმხრივი გზის მისადგომით.
  2. კომფორტი და უსაფრთხოება -  24-საათიანი ვიდეო-კონტროლი, დაცვა, საერთო სივრცის დასუფთავება, თანამედროვე, კეთილმოწყობილი ლიფტები და მწვანე ეზო.
  3.  საერთაშორისო სტანდარტის ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა - ხანძრის დეტექტორები ყველა სართულზე, ცეცხლგამძლე შემოსასვლელის კარი ყველა ბინაში.
  4. მწვანე სივრცე  - მარადმწვანე მცენარეები კომპლექსის ეზოში.
  5. პანორამული ხედი  - მინის ფრანგული აივნები.
  6. 23%- ზე მეტი ენერგიის ეფექტური გამოყენება - გარე კედლების იზოლაცია, ორმაგი მინის ფანჯრები, ენერგო-ეფექტური განათება.

მყიდველებს აქვთ სრული თავისუფლება, აირჩიონ ბინის დიზაინი. პროექტი ბარდება გარემონტებულ მდგომარეობაში, წამყვანი ევროპული ბრენდების გათბობის სისტემებით.

კომპლექსი დასრულდება 2017 წლის დეკემბერში.

 

გალერეა

ჩვენი პარტნიორები




 

"LTD “ROYAL GROUP"
შევჩენკოს ქ. №1 (რუსთაველის პროსპექტი) ოფისი №9, თბილისი, საქართველო
(322) 43 23 93
(591) 44 54 54
(595) 80 96 52