კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე Royal Group - ისგან : ურეკის მარგალიტი / Pearl of Ureki

აპარტამენტები მსოფლიოს უნიკალურ კურორტზე არასოდეს ყოფილა ასეთი ხელმისაწვდომი!

„ურეკის მარგალიტი“ არის დასრულებული 12-სართულიანი მრავალფუნქციური კორპუსი მსოფლიოს უნიკალური სამკურნალო კურორტის, ურეკის სანაპიროზე.

ინფრასტრუქტურა:

ურეკის უმაღლესი შენობა, „ურეკის მარგალიტი“, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარეობს. კომპლექსი 12 სართულისგან შედგება. ბინები ბარდება გარემონტებული. მე-2-დან მე-6 სართულის ჩათვლით, ყველა ბინა ჯერ კიდევ 2015 წლის ზაფხულში გაიყიდა (50 ბინადარი). შენობას ზღვის მხრიდან 100 მეტრზე ფიჭვნარი აკრავს.

თანამედროვე ტექნოლოგიებისა და უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალების გამოყენებით, შენობას აქვს სრული თერმო და ხმის იზოლაცია.

საცხოვრებელ კომპლექსს ექნება:

  • კეთილმოწყობილი მწვანე ეზო
  • 30 ავტომობილზე გათვლილი კერძო პარკინგი და ავტოსამრეცხაო.
  • წყალგაყვანილობა და ცენტრალური საკანალიზაციო სისტემა.
  • ბუნებრივი აირი
  • ელექტროენერგია
  • ჩქაროსნული ლიფტი

შენობაში ყველა პირობაა შექმნილი როგორც აქტიური დასვენებისთვის, ასევე სრული რელაქსაციისთვის:

  • დახვეწილი, ულტრათანამედროვე დიზაინის ჰოლი;
  • რესტორანი ტერასაზე;
  • ლაუნჯ-ბარი;
  • ჩილიმ-ბარი;
  • დასვენების ზონა სახურავზე ჯაკუზით;
  • სასიამოვნო ხედები ყველა მხრიდან.

ობიექტს ემსახურება 24-საათიანი დაცვა, ასევე ფუნქციონირებს ტერიტორიის სრული ვიდეო-კონტროლი, მათ შორის, პარკინგის ზონაშიც.

მოქმედებს ბანკის განვადება და სპეციალური პირობები KSB BANK - სგან .

ის მდებარეობს :

რკინიგზის სადგურიდან - 5 წუთის სავალზე ( ავტომობილით );

ბათუმის აეროპორტიდან - 1 საათის სავალზე ;

ქუთაისის აეროპორტიდან - 1:30 საათის სავალზე ;

გასართობი პარკიდან „ ციცინათელა “ - 15 წუთის სავალზე .

ავტობუსის გაჩერება და ურეკის გასართობი პარკი 800 მეტრშია .

ურეკი , მისი უნიკალურობის გამო , პოპულარობას არასოდეს დაკარგავს და ევროპაში ერთ - ერთ უმნიშვნელოვანეს ზღვისპირა , გამაჯანსაღებელ კურორტად დარჩება .

ურეკი ცნობილია სამკურნალო თვისებების მატარებელი მაგნიტური ქვიშის სანაპიროთი, რომელიც მდიდარია მაგნეტიტის , ცირკონის , კვარცის , მონაციტისა და თერთმეტი სხვა დასახელების , ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ბუნებრივი მინერალით . ქართველ და უცხოელ მეცნიერ - მკვლევართა მიერ დადასტურებულია , რომ მსოფლიოში ურეკის სანაპიროს ანალოგი არ არსებობს . მაგნეტიტით მდიდარი ქვიშის თვისებები უამრავი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება , როგორებიცაა გულსისხლძარღვთა და სისხლის მიმოქცევის , სასუნთქი გზებისა და ორგანოების , საყრდენ - მამოძრავებელი აპარატის , ნერვული სისტემის ფუნქციური და სახსრების ანთებითი დაავადებები . ურეკის ქვიშის სამკურნალო თვისებებს ერთიორად ზრდის შავი ზღვის ჰავა და ფიჭვნარი . მათი ერთობლიობა სწორედ იმ შეუცვლელ გარემოს ქმნის , რომელიც იდეალურია ყველა ასაკის ადამიანისთვის .

აპარტამენტი „ ურეკის მარგალიტში “ - ეს არ არის უბრალოდ ბინა , ეს არის დამატებითი სეზონური შემოსავლის წყარო . თქვენ შეგიძლიათ საკუთარ ბინაში ზღვის საკურორტო სეზონზე იმდენი დრო გაატაროთ , რამდენსაც მოისურვებთ , ხოლო თავისუფალ პერიოდში ის , სასტუმროს ნომრის რანგში , თქვენი დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება . ამ მიდგომით , ურეკში ბინის შეძენა არის ინვესტიცია , და არა , უბრალოდ უძრავი ქონება .

იგრძენით თავი ბედნიერად Royal Group-თან ერთად!

 

გალერეა    გეგმარება

ჩვენი პარტნიორები




 

"LTD “ROYAL GROUP"
შევჩენკოს ქ. №1 (რუსთაველის პროსპექტი) ოფისი №9, თბილისი, საქართველო
(322) 43 23 93
(591) 44 54 54
(595) 80 96 52