“ გურამიშვილი რეზიდენსი ” არის 2 კორპუსისგან შემდგარი თანამედროვე , დახვეწილი დიზაინის მქონე , მრავალფუნქციური კომპლექსი, გურამიშვილის გამზირზე, რომელიც 2200 კვ.მ-ს მოიცავს.
კომპლექსი შედგება „ა“ და „ბ“ (16 და 10 სართულიანი) ბლოკებისგან.
დღეს, როცა ეკოლოგიურად სუფთა გარემო ბევრისთვის ფუფუნებაა, სამშენებლო კომპანია „Royal Group“-ს სპეციალისტების გუნდი გულდასმით არჩევს საუკეთესო ადგილს, თქვენი კომფორტისთვის. ჩვენ ვითვალისწინებთ ძირითად გარემო ფაქტორებს: ადგილმდებარეობას, ლანდშაფტს, ინფრასტრუქტურას, რეკრეაციული ზონის სიახლოვეს, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე წვდომას, ესთეტიურ მხარეს, ყველაფერს, რაც თქვენ შეგიქმნით კომფორტს.
სამშენებლო კომპანია „Royal Group“-ის სპეციალისტების გუნდი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს გარეგნულ მხარეს. „გურამიშვილი რეზიდენსი“-ს „ა“ ბლოკის ფასადის დიზაინის მთავარი ელემენტები, ფრანგული ფანჯრები და მინის აივნებია, რაც გარე ესთეტიკასთან ერთად, ნათელი ბინების გარანტია.
„გურამიშვილი რეზიდენსი“-ს ორივე ბლოკი დასრულებული და შესახლებულია.
