• 11
  • 01
  • 02

ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრება თანამედროვე პირობებში ფუფუნებად იქცა. ქალაქში მცხოვრებთა თვალს ყველაზე მეტად სიმწვანე აკლია. რთულია ქალაქში მშვიდი, ავტომობილებით სავსე, ხმაურიანი გზიდან მოშორებული საცხოვრებელი ადგილის პოვნა. ხმაურის დონე პიკის საათებში ზღვრულად დაშვებულ მაჩვენებელს საშუალოდ 3-5 დეციბელით აჭარბებს. თბილისის ცენტრალურ უბნებში ჰაერის გამონაბოლქვით დაბინძურების დონე ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილ მაქსიმალურ ზღვარს აჭარბებს.

ეკოლოგების შეფასებით, თბილისში ყველაზე სუფთა უბნად ბაგები რჩება. გარდა იმისა, რომ ბაგები თბილისის ცენტრალურ, პრესტიჟულ უბანს - ვაკეს განეკუთვნება, მას აქვს დიდი უპირატესობა. ის გარშემორტყმულია რეკრეაციული ზონებით და განსაკუთრებულად სუფთა ეკოსისტემა გაჩნია.

თქვენ შეგიძლიათ იცხოვროთ ქალაქში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, თუ ბინას ბაგებში შეიძენთ.

„ვილა ბაგები“ წარმოადგენს დასრულებულ, 7-სართულიან, საოცნებო სახლს ეკოლოგიურად სუფთა, იოლად მისადგომ ადგილზე, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში. პროექტი 2500 კვ.მ-ს მოიცავს, აქედან 1800 კვ.მ. მწვანე ეზოსთვის არის განკუთვნილი, სადაც შენარჩუნდება ბუნებრივი მწვანე საფარი. ამასთანავე, დაიხვეწება ინფრასტრუქტურა, გაკეთდება საბავშვო მოედანი და მოსასვენებელი პარკი.

პროფესიონალ არქიტექტორთა დაუღალავი შრომის შედეგად ეს იქნება თანამედროვე, დახვეწილი დიზაინის მქონე, რაც მთავარია - უსაფრთხო კორპუსი ეკოლოგიურად სუფთა უბანში. შენობას დაამშვენებს ვიტრაჟული ტიპის ფანჯრები ხედით წყნეთსა და თბილისზე.კორპუსი განლაგებულია ბაგების „ახალი სკოლის“ მახლობლად.

ბაგები წყნეთის გზატკეცილზე, ჭავჭავაძის გამზირიდან 5 წუთის სავალზე მდებარეობს. ახლოს არის ისეთ რეკრეაციულ ზონებთან, როგორებიცაა, ვაკის პარკი, კუს ტბა.

ბაგების განაშენიანება 1980-იან წლებში დაიწყო. ბაგების ფერდობი გამაგრებულია წიწვოვანი ტყით. წიწვოვანი ტყე იდეალურია გულსისხლძარღვთა და სასუნთქი გზების პრობლემების როგორც პროფილაქტიკისთვის, ასევე - სამკურნალოდ.

ბაგების ინფრასტრუქტურა სრულყოფილად არის გამართული: ასფალტის საფარიანი გზა, ელექტრობა, წყალგაყვანილობა, ბუნებრივი აირი, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებები და სხვა.

ეს ყველაფერი თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ დღესვე, მისაღებ ფასად!

იცხოვრეთ მშვიდ და სუფთა გარემოში.

LTD “ ROYAL GROUP”
შევჩენკოს ქ. №1, 0108, ოფისი №9, თბილისი, საქართველო
 (+995)595 80 82 82 (Viber, WhatsApp)
 კომუნიკაციის ენა: ქართული ,  English 
 
 (+995)591 91 12 01 (Viber, WhatsApp)
 კომუნიკაციის ენა:  Russian, English